პერესი: „მეტის მოთხოვნა შეუძლებელია“
„რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი საკალათბურთო გუნდის ჩემპიონობას გამოეხმაურა.
„ფანტასტიკური სეზონი გამოდგა, როგორც საფეხბურთო, ასევე საკალათბურთო მიმართულებით. ლასოს შეგირდებმა ესპანეთის სუპერ თასისა და ესპანაეთის ჩემპიონატის დაბევება მოახერხეს მთავარი მეტოქეების წინააღმდეგ, რაც ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენ მხოლოდ ევროლიგაზე ვერ მოვაერხეთ წარმატების მიღწევა, თუმცა კმაყოფილნი ვართ ამ გუნდის თავგანწირული შრომითა და საბრძოლო სულისკვეთებით.“
„ვფიქრობ, არც მე და არც ქომაგებს ამაზე მეტის მოთხოვნის საფუძველი არ გვაქვს. თქვენ ნახეთ, თუ როგორი გახარებულნი იყვნენ ისინი ტიტულის მოგების შემდეგ, თუმცა მინდა ვუთხრა, რომ „რეალში“ მხიარულება ხანმოკლეა. ჩვენ უკვე უნდა დავიწყოთ მუშაობა, რათა მომდევნო სეზონიც ასეთი ნაყოფიერი გამოგვივიდეს.“
„ეს გუნდი განსაცდელში გამოიწვრთნა და ქომაგები აღფრთოვანებულნი არიან მათი ღირსებით. შემადგენლობაში არ გვყავს ტოპ მოთამაშეები და ამასთანავე, მწვრთნელმაც შეგვაშინა. საბოლოოდ, გულშემატკივრებს ჩემპიონატის 36-ე ტიტული ვაჩუქეთ. „რეალმა“ ოქროს მედლები დაიმსახურა, განსაკუთრებით განვლილი ფინალური სერიიდან გამომდინარე, სადაც მხოლოდ 1 მარცხი განვიცადეთ ბარსელონაში და ისიც ძალიან საკამათო იყო.“
- 20 ივნისი 2022
- 1 496
- 2