რონალდუს მანჩესტერიდან უშვებენ, ისევ „რეალი“ და 1 წლიანი კონტრაქტი?
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მანჩესტერ „იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს უახლოესი გარემოცვა ურჩევს, რომ საქმიანობა კრიშტიანო რონალდუს გარეშე დაიწყოს და გუნდი სხვა მხრივ შეკრას, ვინაიდან პორტუგალიელზე აქცენტის გაკეთება დაკარგულ დროს ნიშნავს. მანჩესტერმა მომავალი „7“-იანის გარეშე უნდა დაგეგმოს, ვინაიდან ის 2023-ში მაინც წავა...
ამის პარარელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფლორენტინო პერესი ლეგენდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აკვირდება და შესაძლოა 1 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.
იმ ფონზე, რომ „რეალს“ წინა ხაზში მაღალი დონის ფეხბურთელის დამატების პერსპექტივა ამ ეტაპზე არ აქვს, მადრიდში რონალდუს დაბრუნების საკითხს იმედის თვალით უყურებენ.
კრიშტიანოს ბერნაბეუზე ხილვა ფანებს ისევ სურთ, თუმცა აქ მთავარი დირექტორთა საბჭოს და პრეზიდენტის გადაწყვეტილება იქნება.
- 20 ივნისი 2022
- 5 859
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.