რა არის იოვიჩის გეგმა ბ?
დიდი ალბათობით, ლუკა იოვიჩი იქნება მორიგი ფეხბურთელი, რომელიც მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს დატოვებს.
სერბი თავდამსხმელის იჯარით აყვანის დიდ სურვილს გამოთქვამს „ფიორენტინა.“ მათ უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები მადრიდულ მხარესთან. გავრცელებული ინფორმაციით თავად შემტევსაც მოსწონს ფლორენციული კლუბის ვარიანტი, თუმცა პრობლემა მდგომარეობს მის ხელფასში. იტალიელებს არ ძალუძთ იოვიჩს 6 მლნ. ევრო გადაუხადონ და ესპანელებს აღნიშნული თანხის განაწილებას სთავაზობენ, რაზეც ჯერ უცნობია „ბლანკოსის“ პოზიცია.
პარალელურად, იოვიჩის კანდიდატურით მეტად დაინტერესებულია „ბეშიქთაში.“ თურქული გუნდი თავდამსხმელის ძიებაშია და ლუკას 1 წლით წაყვაზე უარს არ იტყვის, თუმცა რამდენად დააკმაყოფილებენ ისინი მის ფინანსურ მოთხოვნებს, მეორე საკითხია.
- 19 ივნისი 2022
- 1 034
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.