„რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი: „ვარჯიშებზე მთვრალიც ვყოფილვარ“
„რეალის“ ყოფილი ფეხბურთელის აღიარება.
სისინიომ, რომელიც „ბლანკოსის“ ღირსებას 2006 წელს იცავდა ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს დასძინა, რომ ალკოჰოლთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა: „დიახ, ზოგჯერ გუნდის ვარჯიშებზე ნასვამიც მივსულვარ. ასეთ დროს, ყავას ვიღებდი, რათა გამოვფვიზლებულიყავი და ბევრ სუნამოს ვიპკურებდი. პროფესიონალი ფეხბურთელისათვის ყველაფერი მარტივი იყო. სასმელში ფულის გადახდა არ მიწევდა, ვინაიდან რესტორანში ადამიანები ყოველთვის მეპატიჟებოდნენ.“
„პირველად 13 წლის ასაკში გავსინჯე ალკოჰოლი და მას შემდეგ თავი ვერ ვანებებდი.“
„ალკოჰოლი ცხოვრებას გინგრევს და გაშორებს საყვარელ ადამიანებს. როდესაც ისინი გეუბნებიან, რომ უკვე ზედმეტია, ყურად არ იგდებ ამას. ახლა 15 წლის ვაჟი მყავს და ყოველთვის ბოდიშს ვუხდი ჩემი ქმედებებისთვის. მართალია, მაშინ ის სულ რაღაც 2 წლის იყო და ვერაფერს იგებდა. საბედნიეროდ, ეს პერიოდი წარსულს ჩავაბარე.“
- 19 ივნისი 2022
- 3 747
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.