როგორ ცდილობდა „პსჟ“ ვინის გადაბირებას და რაზე თქვა ფეხბურთელმა უარი?

განვლილი სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა ვინისიუსის ჟუნიორი გამოდგა.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ანჩელოტის პირობებში დიდი პროგრესი განიცადა, რაც მისი სტატისტიკიდანაც ნათელია. 21 წლის მოთამაშემ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების გოლიც კი ჩაიწერა აქტივში.

„მარკას“ ცნობით, 2021 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, „პსჟ“-ს ხელმძღვანელობა სამხრეთ ამერიკელს მოუწოდებდა, რომ „რეალთან“ კონტრაქტი არ გაეხანგრძლივებინა. ისინი ვინის ყოველწლიური ხელფასის სახით 40 მლნ. ევროს (გადასახადების ჩათვლით), სატრანსფერო ბონუსსა და ყატარში კომერციულ პროექტებში მონაწილეობას ჰპირდებოდნენ.

ცხადია, ამომავალმა ვარსკვლავმა უარი შეუთავალა ფრანგებს, ვინაიდან მისი სამომავლო გეგმები მხოლოდ „ბლანკოსს“ უკავშირდება, რომელთანაც უახლოესი დღეების განმავლობაში განახლებული ხელშეკრულებას გააფორმებს. თავდაპირველად, კლუბს სურდა მასთან თანამშრომლობა 2028 წლის ზაფხულამდე გაეგრძელებინა, თუმცა ვინიუსის თხოვნით, აღნიშნული ვადა 1 ან 2 წლით შემცირდება. მას ურჩევნია, აქცენტი მოკლე პერიოდზე გააკეთოს, რათა წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, კიდევ უფრო სარფიანი წინადადება მიიღოს პერესისგან. ამჯერად, მისი ხელფასი 3.5-ან 10 მილიონამდე გაიზრდება.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)