ეს სახუმარო არ არის - რა დაპირება მიიღო როდრიგომ ნეიმარისგან?
სამეფო კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელმა როდრიგომ დასძინა, რომ ნეიმარისგან დაპირება მიიღო.
„ნეიმ მითხრა - ახლოს არის სანაკრებო კარიერის დასრულებასთან და წასვლის შემდეგ, მე გადმომაბარებს 10 ნომრიან მაისურს. ეს რომ მოვისმინე, შემრცხვა, გავიცინე და უბრალოდ არ ვიცოდი რა მეთქვა მისთვის.“
„პსჟ“-ს ვარსკვლავამდე „სელასაოს“ „ათიანს“ ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები ატარებდნენ, როგორებიც არიან: რონალდინიო, რივალდო, ზიკო, პელე... მას მხოლოდ 3 გოლი აშორებს „ყვითლების“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობასთან.
„ზიდანის თქმით, ერთ მშვენიერ დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდები. ამასთანავე, კარლო ანჩელოტიმაც არა ერთგზის ისაუბრა ჩემზე. ყოველდღიურ რეჟიმში თავდაუზოგავად ვშრომობ, რათა გავაუმჯობესო ასპარეზობა. ძალიან ბედნიერი ვარ“- დაამატა როდრიგომ.
- 18 ივნისი 2022
- 7 430
- 12
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.