ასენსიო ევროპული გრანდის ობიექტივში მოექცა
ასენსიოს, რომელსაც გაისად ეწურება მოქმედი კონტრაქტი სამეფო კლუბთან, ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება მომავალთან დაკავშირებით.
სატრანსფერო ფანრჯრის გახსნიდან მოყოლებული, ესპანელი შემტევის შესაძლებლობებისადმი ინტერესი არა ერთმა გუნდმა გამოხატა. უახლოესი ინფორმაციით, მარკო „ლივერპულის“ ობიექტივში მოექცა. მალე, ინგლისელთა რიგებს სადიო მანე დატოვებს და შესაბამისად, ისინი მარჯვენა ფლანგელის ძიებაში არიან. კლოპის წარმომადგენელმა უკვე შეატყობინა ფეხბურთელის გარემოცვას „მერსისაიდელების“ მოწონების შესახებ.
„ლივერპულს“ სრულიად ძალუძს გადაიხადოს „რეალის“ მიერ დასახელებული თანხა და ფეხბურთელსაც სარფიან პირობებს შეთავაზებს, თუმცა რამდენად აწყობს მალიორკეს ისეთ შემადგენლობაში გადასვლა, სადაც საკმაოდ მკაცრი კონკურენცია დახვდება, მეორე საკითხია.
ასენსიოს დამატების უფრო დიდ სურვილს გამოთქვამს „მილანი,“ მაგრამ „როსონერის“ ფინანსური მდგომარეობა არ აძლევს ხელს, რომ კლუბისა და მოთამაშის მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
- 18 ივნისი 2022
- 946
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.