იგუაინმა „რეალი“ გაიხსენა: „ის განსაკუთრებით ზრუნავდა ჩვენზე“
გონსალო იგუაინმა „რეალში“ თავისი პირველი ნაბიჯები გაიხსენა.
„ახალგაზრდა ფეხბურთელებს ყველა დიდი სიყვარულით გვეპყრობოდა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია რობერტო კარლოსი, რომელიც დიდი თავმდაბლობით გამოირჩეოდა. ამასთანავე, იქ იყვნენ რონალდო, ბექჰემი, რაული, ელგერა და სხვანი...“
„როდესაც ვიხსენებ, თუ როგორი მოთამაშეების გვერდით მომიწია თამაში, ტანზე მბუძგლავს. ზოგჯერ, სათანადოთ ვერ ვაფასებ ჩემს განვლილ წლებს. წარმოიდგინეთ, რობერტო კარლოსი იყო ჩემი თანაგუნდელი, ხოლო მეტოქე რონალდინიო. ნამდვილად დიდებული კარიერა მქონდა.“
- 18 ივნისი 2022
- 1 319
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.