ანჩელოტი 4-3-3-ზე უარს იტყვის და ახალი სისტემით ითამაშებს?
ესპანური გამოცემების ცნობით, კარლო ანჩელოტი „რეალის“ გადაწყობას აპირებს...
იტალიელმა სპეციალისტმა შესაძლოა საყვარელ 4-3-3 სისტემაზე უარი თქვას რომ 4-4-2 სისტემაზე გადაეწყოს, რასაც ხელს შეუწყობს ორელიან ჩუამენის დამატება და ფედერიკო ვალვერდეს საოცარი პროგრესიც.
კარლიტო მიიჩნევს, რომ ნახევარდაცვაში საკმაოდ დიდი რესურსია, ამიტომ გუნდს 4-4-2 სისტემის არჩევა თავისუფლად შეუძლია.
ამ შემთხვევაში შეტევაში მხოლოდ ბენზემას და ვინისიუს ჟუნიორს ვიხილავთ, ნახევარდაცვას კი მეტწილად კაზემირო, ჩუამენი, მოდრიჩი და კროოსი დააკომპლექტებენ, რომლებსაც ეტაპობრივად ედუარდო კამავინგა და ფედერიკო ვალვერდე ჩაანაცვლებენ. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ ეს უკანასკნელი 4-3-3 სისტემასაც შესანიშნავად ერგება და ცენტრალურ ნახევარმცველობასთან ერთად მარჯვენა გარემარბის ფუნქციასაც ირგებს.
პრე-სეზონზე „ბლანკოსის“ დამრიგებელი ახალი სქემას აუცილებლად გამოცდის.
- 18 ივნისი 2022
- 1 562
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.