მარსელო რონალდოს შეხვდა
ესპანური გამოცემების ცნობით, მარსელო ვიეირა „ვალიადოლიდის“ პრეზიდენტს, ლუის ნაზარიო რონალდოს შეხვდა...
„კიჭა“ მადრიდელ ლეგენდას 1+1 ფორმატის კონტრაქტს სთავაზობს. იმ შემთხვევაში, თუ „ვალიადოლიდი“ ლა ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, მარსელოს ამ კლუბში 2 წლით დარჩენის საშუალება ექნება, დაქვეითების ვარიანტში კი ახალ კლუბს მოძებნის.
რონალდო მიიჩნევს, რომ მარსელოს სახით მისი კლუბი უდიდესი ძალისა და გამოცდილების ფეხბურთელს დაიმატებს, რომელიც არამხოლოდ დაცვის მარცხენა ფლანგზე, არამედ ნახევარდაცვაშიც ეფექტური იქნება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ვალიადოლიდის“ წინადადება ვიეირას ძალიან მოსწონს და უდიდესი ალბათობით ლეგენდარული თანამემამულის გუნდში ჩაირიცხება.
მარსელოს ესპანეთიდან წასვლა რამდენიმე მიზეზის გამო არ სურს, უმთავრეის კი მისი შვილია, რომელიც „რეალის“ ასაკობრივ ჯგუფში ბრწყინავს და უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
- 17 ივნისი 2022
- 1 957
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.