15 წელი ლა ლიგის საოცარი სეზონის მოგებიდან

ალბათ, „რეალის“ სტაჟიანი გულშემატკივრებისათვის ნამდვილად დაუვიწყარია პრიმერა დივიზიონის 2006/2007 წლების სეზონი.

კაპელოს დარიგებულმა „რეალმა“ საკმაოდ დაძაბული, ტრაგიკული და ემოციებით სავსე სეზონი გაამრჯვებით დაასრულა. 2007 წლის 17 ივნისს, ლა ლიგის ბოლო ტურში, მადრიდელებმა „მალიორკას“ უმასპინძლეს. პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით 0-1 დასრულდა. შეხვედრის მსვლელობის დროს, იტალიელ დამრიგებელს ტრავმების გამო ნისტერლოისა და ბექჰემის შეცვლა მოუწია. მათ ნაცვლად საქმეში რეიესი და იგუაინი ჩაერთვნენ. საბოლოო ჯამში „რეალი“ 3-1 დაამარცხა (რეიესის დუბლი და დიარას გოლი) მოწინააღმდეგე და ისტორიაში 30-ედ დაიბევა ესპანეთის ოქროს მედლები.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიოანტის ბოლოს წინა ტურში, „სარაგოსასთან“ გადაურჩა წაგებას (1-1), ხოლო „ბარსელონამ“ კი საკუთარ მოედანზე თანაქალაქელი „ესპანიოლის“ ძლევა ვერ მოახერხა (2-2). რაულ ტამუდომ (2 გოლის ავტორი) დედაქალაქელებს შანსი შეუნარჩუნა.

შედეგად, 38-ე ტურის თავზე, მადრიდელებსა და კატალონიელებს თანაბარი ქულები დაუგროვდათ, თუმცა ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე, „რეალმა“ მესის, რონალდინიოსა და ეტოოს კოლექტივს ტიტული არ დაუთმო.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (19)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)