პერესი: „ვფიქრობ, „ბარსელონა“ ამ ფეხბურთელს დაიმატებს“

ფლორენტინო პერესი El Chiringuito-ს სტუმრობდა, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, „ბარსელონა“ თავს დააღწევს არსებულ სიტუაციას. ცხოვრებაში არის კარგი და ცუდი პერიოდები. კატალონიური გრანდი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ყველამ კარგად იცის მათი ღირებულებები. ესპანური ფეხბურთისათვის მნიშვნელოვანი იქნება „ბარსას“ წინსვლა.“

„ზოგჯერ მგონია, ლა ლიგა „ბარსელონას“ სპორტული დირექტორის ფუნქციას ასრულებს. ერთ დღეს ამბობენ, რომ ლევანდოვსკის შეუძლია იქ თამაში, ხოლო შემდეგ სხვა პოზიციას ამჟღავნებენ. „ბარსა“ და „რეალი“ პლანეტის საუკეთესო კლუბების რიგებს მიეკუთვნებიან. „ელ კლასიკოს“ 600 მილიონ ადამიანზე მეტი ადევნებს ხოლმე თვალს.“

„თქვენ ახლა ცდილობთ „ბლაუგრანას“ სპორტული დირექტორის ამპლუა მე მომარგოთ. ცხადია, ლევანდოსკის აქვს შანსი „ბარსელონაში“ თამაშისა და ეს ასეც მოხდება, მაგრამ ეს „ბაიერნზეა“ დამოკიდებული. ის ძალიან კარგი თავდამსხმელია. მესი? რამდენიმე დღის წინ თვალაცრემლიანებულმა მარსელომ დაგვტოვა. ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. ისინიც ადამიანები არიან და რეალობას სათანადო აღიქვამენ.“

„ლაპორტას დიდი ზეწოლის ქვეშ უწევს მუშაობა, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ სერიოზულ კლუბზე. მას რთული გზის გავლა მოუწევს. სიმართლე გითხრათ არ ვიცი, თუ როგორ აღმოჩნდნენ ისინი მსგავს ვითარებაში. პრობლემების აღმოფხვას დრო სჭირდება, ჟოანი კი ახლახან მივიდა სათავეში. პერიოდულად მასთანაც მაქვს საუბრები. ჩვენს შორის კარგი ურთიერთობა სუფევს.“

„მიუხედავად მეტოქეობისა, „ატლეტიკოსთან“ კარგი დამოკიდებულება გვაქვს. ხშირად ვურთიერთობ ხილ მარინთან (კლუბის აღმასრულებელი დირექტორი). ბუნებრივია, ორ მადრიდულ გუნდს შორის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ჟოაო ფელიქსით რომ დავინტერესდეთ, მათთან ჩვეულებრივად დავიწყებთ მოლაპრაკებების წარმოებას.“


1

16 ივნისი 2022 10:07

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კაი რა ძაან ლოკავს ამ ბარელონას პერესს ატრაკებ ახლა ბარსელონას დედაც სულ გაფარჩაკებულა რეალი მაინც აგრძელებს მოსაგების მოგებას

2

16 ივნისი 2022 17:59

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: REAL MADRID⚪
კაი რა ძაან ლოკავს ამ ბარელონას პერესს ატრაკებ ახლა ბარსელონას დედაც სულ გაფარჩაკებულა რეალი მაინც აგრძელებს მოსაგების მოგებას

ძალიან პატარა ხარ ეტყობა რაღაცეების გადაფასება გინდა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)