მილიტაო: „ეს ჩვენთვის პრობლემა არ იქნება“

ედერ მილიტაოს, რომელიც არდადეგებს იბიცაზე ატარებს, „მარკას“ ჟურნალისტი სტუმრობდა.

- როგორ გრძნობთ, გჭირდებოდათ ეს შესვენება?
- ძალიან კარგი სეზონის შემდეგ, სადაც დიდებული მიღწევები დავაფიქსირეთ, ნამდვილად ვსაჭიროებდი არდადეგებს ოჯახის წევრებთან ერთად. როდესაც დილით ვიღვიძებ, მყისვე მახსენდება, თუ რა შესანიშნავი სეზონი გავიარეთ.

- ახლა მთალიანად გამოთიშული ხართ მოვლენებს, თუ ეს შეუძლებელია?
- საწყის დღეებს მთლიანად ოჯახს ვუძღვნი, ხოლო დაახლოებით 2 კვირის თავზე ფიზიკურ კონდიციებზე დავიწყებ ზრუნვას.

- დავბრუნდეთ 1 წლით უკან. როდესაც რამოსმა და ვარანმა დატოვეს კლუბი, თქვენზე დიდი ზეწოლა წამოვიდა?
- აღნიშნულმა მოთამაშეებმა ისტორია დაწერეს. მათი წასვლის შემდეგ, ვფიქრობდი, რომ ჩემი დრო მოვიდა და ჩემი მიზანია იყო ყველასათვის დამენახებინა, თუ რას წარმოვადგენდი. ვგონებ, ეს კარგად წარმოვაჩინე.

- აანალიზებ იმ ფაქტს, რომ კლუბმა თქვენში 50 მლნ. ევრო გადაიხადა და მის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველი ხართ?
- დიახ. თავდაპირველად სირთულეებს გადავაწყდი, ვინაიდან ჩემს წინ 2 ცენტრალური მცველი იდგა. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ირჯებოდნენ ერთად, თუმცა მოგვიანებით ყველა დარწმუნდა იმაში, თუ რატომ გადაწტვიტა „რეალმა“ ჩემი ტრანსფერის განხორციელება.

- რა დაგეხმარათ ზეწოლის დაძლევაში?
- მუშაობა და ყველაფრის კონტროლი. არასდროს შემიწყვეტია ის, რასაც ადრე ვაკეთები და თავდაჯერებული დავრჩი. ვიცი, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოწოდების სიმაღლეზე არ გამოვიყურებოდი, მაგრამ შრომამ და ოჯახის დახმარებამ სირთულეები დამაძლევინა.

- ალაბა თქვენთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ...
- დიახ. მისი მოსვლისთანავე ჩვენს შორის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. გრძნობა მაქვს, თითქოს მარავალი წელია გვერდიგვერდ ვასპარეზობთ. მას ბევრი პოზიტივი მოაქვს.

- რა ისწავლეთ მისგან?
- ის ყოველთვის მოტივირებულია და მატჩების დროს უშრეტი ენერგიით გამოირჩევა.

- როგორ ფიქრობთ, საუკეთესო ტანდემი ხართ მსოფლიოში?
- დიახ, რაც მოვიგეთ იმის გათვალისწინებით...

- მამობა დაგეხმარათ პიროვნულ ზრდაში?
- მამობა ჩემი ოცნება იყო, ვინაიდან ძალიან მიყვარს ბავშვები. სესილიას დაბადების უბედნიერესი ვარ.

- არავის სჯეროდა, რომ ჩემპიონთა ლიგას მოიგებდით...
- რთული პერიოდი გამოვიარეთ, მაგრამ ყოველთვის გვჯეროდა, რომ შევძლებდით ფინალის საგზურის მოპოვებასა და გამარჯვებას. რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ადვილი გზის გავლა არ მოგვიწევდა.

- მოდრიჩმა აღნიშნა, რომ ყველაზე სასიამოვნო ქამბექი „პსჟ“-სთან შედგა, ხოლო ყველაზე რთული „სიტისთან,“ ეთანხმებით მას?
- მე მანჩესტერელებთან დაპირიპირებას გამოვარჩევდი. ჩვენ უშეღავათოდ ვიბრძოდით და როდესაც მაჰრეზმა გაგვიტანა, ამ დროს არა ერთმა აზრმა გაიელვა გონებაში. როდრიგოს პირველი გოლის შემდეგ ჩვენ გავიფიქრეთ - „ამის დედაც, ისევ, ეს შესაძლებელია.“ ფეხბურთში ბევრი რაღაცები ხდება.

- თქვენ განიცადეთ ტანჯვა, მაგრამ საბოლოო ჯამში მოიპოვეთ კვალიფიკაცია. რას იტყოდით მბაპეზე?
- ჩვენ დავინახეთ, რომ ის დიდებული მოთამაშეა, რაც იქამდეც ვიცოდით. ჩვენმა ერთობამ გადაწმყვეტი როლი ითამაშა პარიზელებთან მატჩში.

- ელოდებოდით მბაპეს „რეალის“ გასახდელში?
- ადამიანები ამბობენ, რომ მბაპეს მადრიდში გადასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა რა მოხდა, ვერ გეტყვით. გადაწყვეტილება ფეხბურთელმა მიიღო.

- როგორი იყო თქვენი, მოთამაშეების რეაქცია და კომენტარები? მაგალითად რა დაიწერა WhatsApp-ის ჯგუფში?
- არა. ჩვენ მოდუნებულნი ვიყავით, ვინაიდან დაკისრებულ მოვალეობებს წარმატებით გავართვით თავი. ეს საკითხი არ გვეხებოდა.

- ანტონიო რუდიგერი შეუერთდა გუნდს...
- როგორც ყველამ ვიცით, ის კარგი მცველია. მოხარული ვარ მისი გადმოსვლით.

- როგორც იკითხება, გერმანელი შენ შეგიწყვილდება, ხოლო ალაბა ფლანგისკენ გააიწევს...
- ვერაფერს გეტყვით, ეს მწვრთნელის კომპეტენციას წარმოადგენს.

- პარალელურად საუბრები მიდის 3 ცენტრალურ მცველიან ტაქტიკაზეც...
- ჩვენ ამისათვის გაგვაჩნია სათანადო მახასიათებლები. პრობლემები ნამდვილად არ გვექნება, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება სეზონის განმავლობაში.

- რას გვეტყვით ანჩელოტიზე?
- ის დიდებული მწვრთნელია. ანჩელოტი დიდ დახმარებას გვიწევს და ყოველთვის პატივს სცემს შეგირდების გადაწყვეტილებებს. კარლო ყოველდღიურ რეჟიმში ბევრს გვესაუბრება. ამასთანავე, ძალიან მხიარული ადამიანია.

- როგორ შეაფასებდით ჩუამენს?
- არ ვიცნობ, მაგრამ მისი თამაში ნანახი მაქვს და ვფიქრობ, სარგებელს მოგვიტანს.

- რას ნიშნავს თქვენთვის მსოფლიოს ჩემპიონატი?
- მუნდიალზე ასპარეზობა ოცნებაა. ყველა ფეხბურთელს გააზრებული აქვს ამ ტურნირის მნიშვნელობა. მე ვემზადები პირველი გამოცდილების მიღებისთვის.

- არის ბრაზილია ფავორიტებს შორის?
- დიახ, ვიმედოვნებ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება.


1

15 ივნისი 2022 23:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 870
დღესაც თუ დავადეთ პუტებს, მადრიდში გავიფორმებთ ჩემპიონობას

2

15 ივნისი 2022 23:20

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: murtoreali777
დღესაც თუ დავადეთ პუტებს, მადრიდში გავიფორმებთ ჩემპიონობას

ვუგებთ მცირე შოტით მარა რენდოლფი დაგვაკლდა ბიჯო რა იღბალი აქბთ პუტებს მაინც და დავადოთ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)