ვალვერდე მხოლოდ ვინისა და პედრის ჩამორჩება
განვლილი სეზონის გადამწყვეტ ეტაპზე ფედერიკო ვალვერდემ დიდი წვლილი შეიტანა „რეალის“ წარმატებაში.
Transfermarkt-ის მიხედვით, ურუგვაელი ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულებამ 70 მლნ. ევრო შეადგინა. ლა ლიგის მასშტაბით, აღნიშნულ კომპონენტში მხოლოდ ვინისიუსსა და პედრის ჩამორჩება. ბრაზილიელის შესაძლებობები 100 მილიონითაა შეფასებული, ხოლო ესპანელის 80 მილიონად.
ვალვერდეს მადრიდულ გრანდთან 2027 წლის 30 ივნისამე აქვს დაკავშირებული მომავალი, მისი გამოსასყიდი თანხა კი 1 მილიარდს შეადგენს.
მოსალოდნელია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, სადაც ფედე ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავს, მისი ციფრები კიდევ უფრო გაიზრდება.
თავის დროზე „რეალმა“ 5 მილიონის სანაცვლოდ წამოიყვანა ის სამხრეთ ამერიკიდან.
- 15 ივნისი 2022
- 953
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.