„რეალმა“ ლატასა დაარწმუნა
ხუანმი ლატასამ განვლილ სეზონში 13 გოლი გაიტანა „კასტილიას“ შემადგენლობაში.
ახალგაზრდა თავდამსხმელს მიმდინარე ზაფხულს რაულის შემადგენლობის დატოვება და უფრო მაღალ დონეზე ასპარეზობა სურდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი „სანტიაგო ბერნაბეუს“ ოფისებში დარჩენაზე დაარწმუნეს. მას უთხრეს, რომ „რეალი“ არ აპირებს ახალი ფორვარდის დამატებას და შესაბამისად, მისი ჩართულობა პირველი გუნდის ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ლატასა 8 ივლისს „ვალდებებასზე“ გამოჩნდება და ანჩელოტის განკარგულებაში დაიწყებს პრე-სეზონს. მის გარდა ბენზემას უკან მარიანო, იოვიჩი და მაიორალი არიან. ბოლო ცნობით, სერბი წინახაზელი წასასვლელად ემზადება.
- 15 ივნისი 2022
- 951
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.