მწვრთნელი: „შეცდომა მბაპემ დაუშვა და არა ჩუამენმა“
გუსტავო პოიეტი ჩუამენის პირველი მწვრთნელი იყო ელიტარულ ფეხბურთში. სწორედ მან მისცა ფეხბურთელს ლიგა 1-ში დებიუტის საშუალება „ბორდოს“ რიგებიდან. მისი აზრით, 22 წლის ნახევარმცველმა „რეალში“ გადასვლით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„როდესაც 2018 წელს „ბორდოში“ დავიწყე მუშაობა, აქტიურად ვადევნებდი თვალს ასაკობრივი გუნდების ასპარეზობასაც, სადაც ჩუამენი გამოდიოდა. ის ბწრყინვალე ფორმით იწონებდა თავს. ჩვენ გადავწყვიტეთ მისი აყვანა პრე-სეზონისთვის და მყისვე გამოჩნდა, თუ ვისთან გვქონდა საქმე. ოურელინი საკმაოდ განათლებულია და მუდამ საუკეთესოობისკენ მიისწრაფვის. რთული ისეთი ფეხბურთელის მოძიება, რომელიც ასე მსუბუქად მოქმედებს მოედნის ცენტრში.“
„ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ჩუამენით მოდრიჩს ჩავანაცვლებდი, თუმცა დიდი ალბათობით, თავად მოთამაშე საყრდენის ამპლუას მიანიჭებს უპირატესობას. ის ასეთი ასპარეზობით გამოირჩევა და ჯერ მხოლოდ 22 წლისაა. დარწმუნებული ვარ, ანჩელოტიც ისე გაოცდება, როგორც მე თავის დროზე.“
„ვფიქრობ, მბაპემ შეცდომა დაუშვა „რეალისათვის“ უარის თქმით, ხოლო ოურელინმა სწორი არჩევანი გააკეთა.“
- 15 ივნისი 2022
- 1 501
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.