კონტაქტი უკვე შედგა - იოვიჩს სერია ა-ში უხმობენ
ლუკა იოვიჩი მიმინარე ზაფხულს „რეალის“ დატოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.
სერბი ფეხბურთელი კარლო ანჩელოტის მომავალი სეზონის გეგმებში არ მოიაზრება და შესაბამისად, ისიც ახალი კლუბის ძიებაშია.
იტალიური მედიის ცნობით, თავდამსხმელის პოტენციალით დაინტერესებულია „ფიორენტინა,“ რომელიც უკვე დაუკავშირდა „რეალს“ ფეხბურთელის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ფლორენციელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზეც, ვლაჰოვიჩის წასვლის შემდეგ, სურდათ იოვიჩის დამატება, თუმცა მაშინ რიგი მიზეზების გამო არ მოხერხდა.
ვნახოთ, ამჯერად როგორ განვითარდება მოვლენები.
- 15 ივნისი 2022
- 969
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.