„ლივერპულმა“ ბელინგემისთვის ბრძოლა გააქტიურა

ბრიტანული გამოცემების ცნობით, „ლივერპული“ ჯუდ ბელინგემის ტრანსფერზე სერიოზულად ამუშავდა და ფეხბურთელისთვის სოლიდური თანხაც გაამზადა...

ეს არის მოთამაშე, რომელსაც მადრიდის „რეალი“ აკვირდებოდა და 2023 წელს მის დამატებას აპირებდა, თუმცა როგორც სჩანს, ფლორენტინო პერესის ამოცანა რთულდება. ბრიტანული გამოცემების ცნობით, კლოპის გუნდი ჯუდს 5 წლიან კონტრაქტს სთავაზობს.

რაც შეეხება „რეალს“, გამომდინარე იქედან, რომ კონკურენცია გაიზარდა, არ არის გამორიცხული, ფლორენტინო პერესმა ბელინგემი 2023 წლის ზაფხულის ნაცვლად მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიმატოს და მოთამაშე 1 წლიანი იჯარის წესით „დორტმუნდში“ დატოვოს.

მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ბელინგემის ფასმა უკვე გადააჭარბა 85 მილიონს.

  • Hala
  • 15 ივნისი 2022
  • 784
  • 8

1

15 ივნისი 2022 13:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 638
ამის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. მოდრიჩს იდეალურად შეცვლის.

2

15 ივნისი 2022 13:26

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
არაა ეს დასაკარგი

3

15 ივნისი 2022 13:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 026
ხო მარა ვის ვუშვებთ ეს რომოგყვყავს? კამა ჩუა ვალვერდე. სამივე ახალგაზრდაპერსპექტიულია, ისე ჩუამენის ნაცვლად ეს მოგვეყვანა არ იქნებოდა ურიგო.

4

15 ივნისი 2022 13:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 638
ციტატა: PAQSO
ხო მარა ვის ვუშვებთ ეს რომოგყვყავს? კამა ჩუა ვალვერდე. სამივე ახალგაზრდაპერსპექტიულია, ისე ჩუამენის ნაცვლად ეს მოგვეყვანა არ იქნებოდა ურიგო.


ჩუამენი და ბელინგემი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ფეხბურთელები არიან. კაზემიროს ბელინგემი ვერანაირად ვერ შეცვლიდა, არ არის ეს ჩამშლელი.

კროოსი და მოდრიჩი მიდიან, ამიტომ ამის ადგილი მოიძენებოდა. თუ ახლვე იყიდიან და 1 წელს დატოვებენ კარგი იდეაა

5

15 ივნისი 2022 13:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 026
ციტატა: Batumski
ციტატა: PAQSO
ხო მარა ვის ვუშვებთ ეს რომოგყვყავს? კამა ჩუა ვალვერდე. სამივე ახალგაზრდაპერსპექტიულია, ისე ჩუამენის ნაცვლად ეს მოგვეყვანა არ იქნებოდა ურიგო.


ჩუამენი და ბელინგემი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ფეხბურთელები არიან. კაზემიროს ბელინგემი ვერანაირად ვერ შეცვლიდა, არ არის ეს ჩამშლელი.

კროოსი და მოდრიჩი მიდიან, ამიტომ ამის ადგილი მოიძენებოდა. თუ ახლვე იყიდიან და 1 წელს დატოვებენ კარგი იდეაა


მომავლის პერსპექტივაში 4 პერსპექტიული იგროკი გამოგვივა და რთულია.

6

15 ივნისი 2022 14:37

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რავი მე არ ვიქნები წინააღმდეგი მარჯვენა ვინგერად ვალვერდეს თუ ათამაშებენ და ცენტრში კამა, ჩუამენი და ბელინგემი დიგებიან. ბენზემას შემცვლელი გვინდა და ეგაა ის ნკუნკუ როა ეგ რო მოიყვანონ კარგი იქნება ჩემი აზრით წესით კარგად უნდა გაუგონ მაგან და ვინიმ

7

15 ივნისი 2022 15:40

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ხელი არ დაედოს დედას მოგიტ*ნავთ, ეს ბიჭი ჩვენია.

8

15 ივნისი 2022 21:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 788
ეს ლივერპული რა ყველას ყიდულობს, იმედია პერეს არ დათმობს ამ ბიჭს...

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2025 (81)
ივნისი 2025 (372)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)