ვინისიუსის ახალი კონტრაქტის ვადა 2 წლით მცირდება
მადრიდის „რეალმა“ ვინისიუს ჟუნიორს ახალი კონტრაქტი წარუდგინა, რომელსაც ვადა 2028 წლის 30 ივნისს ეწურებოდა, მაგრამ ფეხბურთელის თხოვნით, ხელშეკრულების ვადა მცირდება...
არსებული ინფორმაციით, ვინი არა 2028, არამედ 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმებს და მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. ასევე გაიზრდება ბრაზილიელის ხელფასიც. ზუსტი ციფრი არ სახელდება, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ფეხბურთელს მინიმუმ 120%-იანი ზრდა ექნება.
მიმდინარე კონტრაქტის პირობებში ვინი „ბლანკოსში“ 2024 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩენილიყო, ახალი ხელშეკრულებით კი 2026 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
- 14 ივნისი 2022
- 1 737
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.