რას ფიქრობს ანჩელოტი „რეალის“ ახალწვეულებზე?
იტალიელი სპეციალისტი დამსახურებული შვებულებით სარგებლობს და მადრიდში 8 ივლისს დაბრუნდება, როდესაც გუნდი განახლებს შეკრებას.
განვლილ პარასკევს, ანჩელოტი ვაჟის ქორწილში მხიარულობდა, თუმცა პარალელურად, ხშირად ამოწმებდა ტელეფონს, რაიმე სიახლე ხომ არ ჰქონდა მიღებული ჩუამენის ტრანსფერთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მას სრულად სჯერა ნახევარდაცვის 3 ტენორის (კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო), მაგრამ უფრო წარმატებული მომავლისათვის, აღნიშნული რგოლის გაძლიერება ესახებოდა მიზნად.
სეზონის მიმდინარეობის პროცესში კალაფატთან, სანჩესთან და პერესთან გამართულ შეხვედრაზე, დამრიგებელმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი ცენტრალური მცველისა და კაზემიროს შემცვლელის მოყვანის საჭიროებას. სწორედ ბრაზილიელი იყო შემადგენლობის ერთადერთი წევრი, რომელსაც მემკვიდრე არ ჰყავდა.
როგორ ხედავთ, კლუბი გაგებით და ყურადღებით მოეკიდა მთავარი მწვრთნელის პოზიციას და გუნდის რიგები 2 უმაღლესი დონის ფეხბურთელით შეავსო, რუდიგერისა და ჩუამენის სახით. გავრცელებული ინფორმაციით, ანჩელოტი ძალიან კმაყოფილია განხორციელებული ტრანსფერებით და მოუთმენლად ელოდება ვარჯიშების დაწყებას.
„რეალი“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს კარლოს და ახლა უკვე ჯერი მასზე იქნება, თუ რა შედეგს დადებს ახალწვეულების თანხლებით.
- 14 ივნისი 2022
- 1 457
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.