„რეალი“ დუშან ვლაჰოვიჩის პროგრესს მომდევნო სეზონშიც დააკვირდება
დუშან ვლაჰოვიჩი მადრიდის „რეალის“ რადარზე ჯერ კიდევ მაშინ იდგა, სანამ „იუვენტუსის“ ფორვარდი გახდებოდა, თუმცა ფლორენტინო პერესმა იოვიჩის ცუდი მაგალითის გამო, ფეხბურთელის დამატება ვერ გარისკა...
სერბი ფორვარდი ახლა „ბებერი ქალბატონის“ ღირსებას იცავს და საკმაოდ წარმატებით ასპარეზობს, რასაც ფლორენტინო პერესიც შესანიშნავად ხედავს.
მადრიდული გამოცემების ცნობით, სამეფო კლუბი დუშანის პროგრესს მომდევნო სეზონშიც დააკვირდება და თუ ფეხბურთელი კვლავ ამ ტემპში განაგრძობს თამაშს, 2023 წელს შესაძლოა მისთვის სერიოზული შეთავაზება გაამზადოს.
22 წლის ფორვარდმა იტალიის სერია „ა“-ს გასულ სეზონში შესაძლო 38-იდან 36 მატჩი ჩაატარა, სადაც 24 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მოთამაშეს „ბებერ ქალბატონთან“ არსებული კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისს ეწურება, მისმა ფასმა კი უკვე 80 მილიონ ევროს გადააჭარბა.
„ბლანკოსი“ 2023 წელს ბენზემას შემცვლელზე უკვე სერიოზულად იფიქრებს და თანხის მობილიზებასაც მოახდენს.
- 14 ივნისი 2022
- 698
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.