ჩუამენმა სამედიცინო შემოწმება გაიარა
„უეფას“ ერთა ლიგაზე ხორვატიასთან მატჩის დასრულების შემდეგ, ოურელინ ჩუამენმა მადრიდისკენ აიღო გეზი, სადაც 14:30 საათზე (თბილისის დროით), მისი პრეზენტაცია არის დაგეგმილი.
22 წლის ნახევარმცველი ოფიციალური ღონისძიები დაწყებამდე „სანიტასის“ ჰოსპიტალს სტუმრობდა, სადაც ადგილობრივი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ სამედიცინო შემოწმება გაიარა, რაც კოტრაქტის გაფორმებისათვის აუცილებელი წინაპირობაა.
მომღიმარ ჩუამენს კლინიკასთან რამდენიმე გულშემატკივარი დახვდა. ამ უკანასკნელმა ავტოგრაფები დაარიგა და მათთან ერთად სამახსოვრა ფოტოებიც გადაიღო.
- 14 ივნისი 2022
- 631
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.