კარლოსი: „როდესაც მარსელო გუნდში მოვიდა, პრეზიდენტს ვთხოვე, რომ...“
ლეგენდარული რობერტო კარლოსი მარსელოს მადრიდული კარიერის დასრულების გამოეხმაურა.
„მარსელო სამეფო კლუბს ემშვიდობება და შესაბამისად სევდიანი მომენტია. ფაქტობრივად, იმის მომსწრე ვარ, თუ როგორ გაიზარდა ეს ფეხბურთელი. აღნიშნულ ცერემონიას არ დავსწრებივარ, ვინაიდან ეს იყო მისი დღე. ყოველთვის საუკეთესოს ვუსურვებ.
ვიცოდი, რომ გამოსამშივოდებებელ ცერემონიაზე მარსელო ისაუბრებდა როგორც ჩემზე, ასევე სხვა თანაგუნდელებზე. ამ პროცესმა მეტად ემოციურად ჩაიარა. როდესაც ესპანეთში ჩამოვიდა, ჩავეხუტე და ჩემი ტელეფონის ნომერი მივეცი. ვიცოდი, რომ დასჭირდებოდა. 24 საათის განმავლობაში მისთვის ხელმისაწვდომი ვიყავი.
პრეზიდენტი მარსელოს იჯარით გაშვებას აპირებდა, თუმცა ვთხოვე, რომ დაეტოვებინა და დრო მიეცა მისთვის, რათა სათანადო ცოდნა მიეღო.
მარსელოს აქვს წარმოუდგენელი მხიარული მხარე. ვარჯიშების შემდეგ ჩვენთან რჩებოდა, რათა ადაპტაციის პერიოდი დაეჩქარებინა და ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ესწავლა. მისი სურვილი იყო ტიტულების მოგება და დღეს უკვე 25-ს მოითვლის. ვფიქრობდი, მისი მაქსიმუმი ჩემთან გათანაბრება იყო, თუმცა მან ეს საკმაოდ მარტივად მოახერხა. ახლა უკვე გაანალიზებს იმ ყველაფერს, რაც თეთრი მაისურით ჩაიდინა.
დღის განმავლობაში ბევრ გამოკითხვას გადავავლე თვალი, სადაც სხვადასხვა ციფრებზე იყო საუბარი. ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი უკეთესო საკუთარ თავზე და არა სხვაზე. ბრაზილიელებს სიამაყის საფუძველი აქვთ, რადგან ბოლო 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მარცხენა ფლანგი მათი თანამემულეების საკუთრებას წარმოადგენა. არ მომწონს დისკუსიები. მე და მარსელოს შორის კონკურენცია არ არსებობს. საქმე გვაქვს იდენტურ ისტორიასა და ოცნებებთან.
მას ჯერ კიდევ შეუძლია 3-4 წელი ფეხბურთის თამაში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში აპირებს კარიერის გაგრძელებას, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს. მარსელოს დარი მოთამაშე ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას იმსახურებს.“
- 14 ივნისი 2022
- 1 095
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.