მარსელოს თანაგუნდელები გამოეხმაურნენ: „რამდენჯერ გვიყვირია შენთვის, რომ...“
მარსელოს „რეალიდან“ გაცილების ცერემონიას, ფეხბურთელის ყოფილი და მოქმედი თანაგუნდელები გამოეხმაურნენ.
კაზემირო: „ძმაო, კაპიტანო, ლეგენდავ. მადლობა ყველაფრისათვის.“
ტიბო კურტუა: „მარსელო, მადლობა ერთად გატარებული პერიოდისათვის. მხოლოდ საუკეთესო გისურვებ. შენ ხარ „რეალისა“ და ფეხბურთის ლეგენდა. ეს დაიმსახურე.“
ტონი კროოსი: „შემიძლია ვთქვა, რომ ყველა დროის საუკეთესო მარცხენა მცველთან ერთად მიწევდა თამაში.“
ვინისიუსი: „მარსელინ!!! მადლობა ყველაფრისათვის!!! ლეგენდა და ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე პლანეტის უდიდეს კლუბში. ჩემთვის სიამოვნება იყო შენს გვერდით ასპარეზობა და ცოდნის მიღება. შენ ხარ ნამდვილი მხეცი, როგორც შიგნინად, ასევე გარედან. 12 - სამუდამოდ.“
იკერ კასილიასი: „გუნდში ძალიან ახალაგზრდა მოხვედი. რამდენჯერ გვიყვირია - „მარსელო დაბრუნდი...“ მადლობა ყველაფრისათვის, ლეგენდავ. გკოცნი, მეგობარი და გისურვებს საუკეთესოს სამომავლოდ.“
მარკო ასენსიო: „როგორ სასიამოვნო იყო შენს გვერდით თამაში. მადლობა ყველაფრისათვის, მარსე. შენ ხარ ვარსკვლავი არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის გარეთაც. გისურვებ საუკეთესოს.“
- 14 ივნისი 2022
- 6 229
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.