მალდინიმ ანჩელოტის დაურეკა
Corriere dello Sport-ის ცნობით, „მილანი“ სერიოზულ ინტერესს გამოხატავს „რეალის“ ფეხბურთელის მიმართ.
„როსონერის“ ტექნიკურმა დირექტორმა პაულო მალდინიმ, ყოფილ დამრიგებელს, კარლო ანჩელოტის დაურეკა. საუბრის თემა მარკო ასენსიოს ირგვლივ არსებულ სიტუაციას შეეხებოდა. მილანელები უკვე რამდენიმე სეზონია, რაც 26 წლის შემტევს აკვირდებიან და მისი დამატების დიდ სურვილს გამოთქვამენ.
ამ მომენტისათვის მალიორკელის მომავალი ბურუსით არის მოცული. მას გაისად ეწურება „რეალში“ ყოფნის ვადა და კლუბის პოზიცია არის მკაფიო - კონტრაქტის განახლება, ან მიმდინარე ზაფხულს შემადგენლობის დატოვება.
იტალიელების გარდა, ასენსიო გამადიდებული შუშით აკვირდებიან პრემიერ ლიგის გრანდები, კერძოდ, „არსენალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი.“
გავრცელებული ინფორმაციით, მოთამაშის სააგენტო, რომლის ხელმძღვანელიც ცნობილი ჟორჟე მენდეშია, მარკოსთვის საუკეთესო ვარიანტს ეძებს, რაც იმის მაუწყებელია, რომ ახალი სეზონში ფეხბურთელი სხვა კლუბის ღირსებას დაიცავს.
- 13 ივნისი 2022
- 1 495
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.