მიზეზი, რის გამოც „რეალმა“ ჩუამენი იყიდა
რამდენიმე დღის წინ, „რეალმა“ ოფიციალურად დაადასტურა ჩუამენის ტრანსფერი.
მადრიდელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მლნ. ჩაუთვალეს „მონაკოს,“ თუმცა „ლივერპული“ და „პსჟ“ მზად იყვნენ უფრო მეტიც გაეღოთ 22 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ. რომ არა თავად ოურელინის სურვილი „ბლანკოსში“ ასპარეზობისა, დიდი ალბათობით, პერესი ეკონომიკური ჭრილში კონკურენციას ვერ გაუწევდა აღნიშნულ კლუბებს.
ალბათ, არა ერთი ქომაგის გონებაში გაჩნდა კითხვა, თუ რატომ გადაიხადა კლუბმა ასტრონიმიული თანხა ახალგაზრდა მოთამაშეში, რომელსაც ჯერ ბევრი არაფერი გაუკეთებია, თუმცა სტატისტიკაზე დაყრდნობით, ყველაფერი ნათელია. არსებული მომენტისათვის, ჩუამენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჩამშლელია და რამდენიმე კომპონენტში საუკეთესო შედეგიც აქვს.
განვლილ სეზონში ფრანგმა 35-ჯერ მოირგო მონეგასკური გუნდის მაისური. მის აქტივშია 408 მოგებული დუელი, რასაც ემატება 110 საჰაერო ორთაბრძოლა, ბურთის 262-ჯერ დაბრუნება, 101 ჩაჭრა და ა.შ.
ევროპის მასშტაბით, მასზე მეტი დუელი მხოლოდ სერხი ბუსკეტსმა მოიგო (411) და ბურთის დაბრუნების ასპექტშიც, მხოლოდ მას ჩამორჩება (281). რაც შეეხება ჩაჭრებს, ჩუამენი აბსოლუტური ლიდერია. მას მხოლოდ მეორე სართულზე უკეთესი ასპარეზობა მართებს, ვინაიდან 1 მეტრისა და 87 სანტიმტერის მოთამაშე, გაცილებით ნაყოფიერად უნდა ირჯებოდეს საჰაერო ჯახების დროს.
წარმოგიდგენთ, ბებერი კონტინენტის საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველების სტატისტიკას განვლილი სეზონის მიხედვით:
- 13 ივნისი 2022
- 3 788
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.