„ჩელსიმ“ „რეალს“ აჯობა
ზაფხულის დადგომასთან ერთად, საფეხბურთო კლუბები აქტიურ არიან ჩართულნი სატრანსფერო პერიპეტიებში.
ინსაიდერ ფრაბიციო რომანოს ცნობით, 12 წლის ამერიკელი გოლკიპერი, რომელიც „რეალის“ ობიექტივში მოექცა, დიდი ალბათობით, კარიერას „ჩელსიში“ გააგრძელებს. „ჩიკაგო ფაიერმა“ რამდენიმე დღის წინ მადრიდელების შეთავაზება გაბრიელ სლონინას ტრანსფერთან დაკავშირებით დაბლოკა.
როგორც ჩანს, MLS-ის ბინადრებისათვის ლონდონელების წინადადება გაცილებით მიმზიდველია. გავრცელებული ინფორმაციით, „ლურჯებს“ 10 მილიონი ევრო აქვთ გამზადებული საკმაოდ პერსპექტიული კარის დარაჯისათვის.
- 13 ივნისი 2022
- 5 932
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.