სებალიოსი თამაშგარეში დარჩა
სამეფო კლუბის შემადგენლობიდან კიდევ 1 ფეხბურთელის სამომავლო გეგმებია უცნობი.
ოურელინ ჩუამენის „რეალში“ გადაბარგების შემდეგ, ანჩელოტის ფორმაციის „რეალში“ ნახევარმცველთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ განვლილი სეზონის მეორე ნახევარში სებალიოსმა იტალიელი დამრიგებლის ნდობა მოიპოვა, არსებული სურათის ფონზე, ის კლუბის დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს, ვინადან ფრანგის ტრანსფერით, მისი სათამაშო დრო კიდევ უფრო შემცირდება.
ბოლო პერიოდის განმავლობაში, ესპანური მედია აქტიურად წერს მოთამაშის „ბეტისში“ დაბრუნებაზე, სიადანაც „ბლანკოსმა“ 2017 წელს წამოიყვანა. დანიელმა 2 წლის მანძილზე იჯარის წესით „არსენალის“ ღირსებასაც იცავდა.
სებალიოსს მომდევნო ზაფხულს ეწურება „რეალში“ ყოფნის ვადა და როგორც ასენსიოს შემთხვევაში, აქაც, კლუბის პოზიცია მკაფიოა - კონტრაქტის განახლება, ან მიმდინარე ზაფხუხლს ახალი ლოკაციის მოძიება.
- 12 ივნისი 2022
- 1 317
- 7