ვინ იქნებიან „რეალის“ სათადარიგო ფორვარდები ახალ სეზონში?
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ ახალი სეზონის დაგეგმვის პროცესი მიმდინარეობს.
არსებული მომენტისათვის, მადრიდელებმა უკვე 2 ტრანსფერი განახორციელეს. „რეალმა“ შეთანხმებას მიაღწია რუდიგერთან და ჩუამენთან და შესაბამისად, დაცვისა და ნახევარდაცვის რგოლები საგრძნობლად გააძლიერა.
ანჩელოტის მთავარ ამოცანად წინა ხაზის გაჯანსაღება რჩება. სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, „თეთრები“ მთელ იმედებს კილიან მბაპეზე ამყარებდნენ, თუმცა უარის გამო, მათი ხედვა შეიცვალა.
დიდი ალბათობით, მიმდინარე ზაფხულს მარიანო და იოვიჩი შემადგენლობის რიგებს დატოვებენ. იტალიელი დამრიგებელი უკმაყოფილოა მათი გარჯით, ვინაიდან ვერადავერ მოახერხოს საჭიროების შემთხვევაში ბენზემას შეცვლა, ამისთვის კი საკმარისი დრო ჰქონდათ.
სავარაუდოდ, ფრანგი თავდამსხმელის დუბლიორები ახალ სეზონში ბორხა მაიორალი და ხუან ლატასა იქნებიან. პირველმა წინა სეზონის მეორე ნაწილი „ხეტაფეში“ გაატარა (იჯარის წესით), სადაც 18 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ხოლო ახალგაზრდა შემტევი რაულის დაქვემდებარებაში ასპარეზობდა. ის „კასტილიას“ ერთ-ერთი საუკეთესო გამტანი გახდა 13 შედეგიანი დარტყმით.
პარალელურად, დედაქალაქელები აქტიურად განიხილავდნენ გაბრიელ ჟესუსა და რაჰიმ სტერლინგის გამადრიდელების საკითხსაც, მაგრამ შემადგენლობაში არაევროკავშირის პასპორტის მქონე მოთამაშეების კვოტა შევსებულია და აქედან გამომდინარე, მათი ესპანეთში გადაბარგება გამორიცხულია.
- 12 ივნისი 2022
- 5 168
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.