ჩუამენის ტრანსფერი - რა შემთხვევაში მიიღებს „მონაკო“ დამატებით 20 მილიონს?
როგორც უკვე იცით, ოურელინ ჩუამენი მომდევნო სეზონიდან „რეალის“ რიგებში იასპარეზებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელებს ფრანგი ნახევარმცველის გადაბირება 80 მლნ. ევრო დაუჯდათ, რაც კლუბის ისტორიაში მეოთხე ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.
„მარკას“ ცნობით, „მონაკოს“ დამატებით 20 მილიონის მიღების შანსიც აქვს ბონუსის სახით. მათ 10 მლნ. იმ შემთხვევაში ჩაერიცხებათ, თუ ჩუამენი „ბლანკოსის“ მაისურით 90 შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო კიდევ 10 მლნ. თუ ჩამშლელი „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული გახდება.
- 12 ივნისი 2022
- 2 198
- 5