რა დაუჯდა „რეალს“ ჩუამენი და რა ნომრით იასპარეზებს ის?
სამეფო კლუბმა ნახევარდაცვის რგოლი კიდევ უფრო გააძლიერა. შემდეგი 6 სეზონის განმავლობაში კლუბის ღირსებას ოურელინ ჩუამენი დაიცავს.
ინსაიდერ ფაბრიციო რომანოს ცნობით, 22 წლის ფეხბურთელის გაფორმება მადრიდელებს 80 მლნ. ევრო დაუჯდათ, რასაც კიდევ 20 მლნ. დაემატება ბონუსების სახით. ის „რეალის“ ისტორიაში მე-4 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გახდა.
ახალგაზრდა მოთამაშის პრეზენტაცია 14 ივნისს არის დაგეგმილი, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია მისი სათამაშო ნომერი. „მონაკოსა“ და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ჩუამენი „რვიანით“ ასპარეზობს, მადრიდში კი ეს ციფრი ტონი კროოსს აქვს დაბევებული.
არსებული მომენტისათვის, მარსელოს, ბეილისა და ისკოს წასვლის შემდეგ, 12, 18 და 22 ნომრებია ვაკანტური. გამომდინარე იქედან, რომ შემადგენლობას კიდევ რამდენიმე წევრი დატოვებს, აღნიშნული არეალი კიდევ უფრო გაიზრდება.
ლა ლიგის რეგლამენტის მიხედვით, პირველი გუნდის სათამაშო ნომრები 1-დან 25-ის ჩათვლით უნდა იყოს გადანაწილებული.
- 11 ივნისი 2022
- 4 765
- 7