ვინ არის ოურელინ ჩუამენი?
ოურელინ ჩუამენი (27/01/2000, რუენი) „რეალის“ ახალი ფეხბურთელია.
22 წლის ნახევარმცველმა „მონაკოში“ ასპარეზობით გაითქვა სახელი და ამავდროულად, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებშიც გამოდის, რომლის შემადგენლობაშიც 2021 წელს, „უეფას“ ერთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ის ფინალურ დაპირისპირების სასტარტო შემადგენლობაში ირჯებოდა.
ჩუამენი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი შუახაზელია. განვლილ სეზონში მან 50 შეხვედრა ჩაატარა მონეგასკების რიგებში და 5 გოლიც ჩაიწერა აქტივში. მიუხედავად ასაკისა, სამშობლოში არა ერთი ჯილდოს დაეუფლა. UNFP-ის ვერსიით, ოურელინი ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში ლიგა 1-ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში ხვდება, ხოლო 2020/21 წ.წ. სეზონში კი, ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედაც დაასახელას.
2020 წლის იანვარში „მონაკოში“ გადაბარგებამდე, ჩუამენი „ჟიროდინს ბორდოს“ სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა. მან საფეხბურთო კარიერა 11 წლიდან დაიწყო. 2016/17 წ.წ. სეზონში, „ბლანკოსის“ ახალწვეულმა 19 წლამდელთა ჩემპიონატის მოგებაში ლომის წვლილი შეიტანა, რის გამოც უკვე მომდევნო სეზონში მთავარ გუნდში დააწინაურეს. ფეხბურთელი 2021 წლიდან იცავს „მამლების“ ღირსებას.
მიღწევები:
1 „უეფას“ ერთა ლიგა
კარიერა:
ჟირონდინს ბორდო (2011-2020)
მონაკო (2020-2022)
რეალი (2022-)
- 11 ივნისი 2022
- 1 477
- 10