სალაჰი: „ფინალის მოგებას ჩვენ ვიმსახურებდით, რადგან...“
როგორც ჩანს, მოჰამედ სალაჰმა ძალიან მძიმედ გადაიტანა „რეალთან“ ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ფინალის წაგება.
„ვფიქრობ, ჩვენ ვიმსახურებდით ფინალის მოგებას, ვინაიდან უფრო მეტი შანსი გვქონდა. 2-3 მომენტი უშუალოდ მე შევქმენი, თუმცა ტიბო კურტუამ ბრწყინვალე სეივები განახორციელა. აღნიშნული საღამო ბელგიელ გოლკიპერს ეკუთვნოდა.“
„რა თქმა უნდა, ჯორჯ ვეას შემდეგ (პირველი და უკანასკნელი აფრიკელი ვინც გამარჯვებული გახდა) მეც მინდა „ოქროს ბურთის“ მფლობელი გავხდე. ფინალის წაგების გამო, ჩემი შანსები შემცირდა, მაგრამ დაველოდოთ გამოკითხვას. თუ პირველი ადგილი სხვამ დაიკავა, ცხადია, ბრძოლას არ შევწყვეტ და მომდევნო სეზონში ვეცდები სასურველი შედეგის დაფიქსირებას.“
„ბენზემა ამბობს, რომ უბრალოდ გამტანი არ არის და ეს სრულიად გასაგებია ჩემთვის. მას „რეალის“ თამაშის ყველა ასპექტზე უდიდესი გავლენა აქვს.“
- 11 ივნისი 2022
- 1 951
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.