ასენსიოს ახალი მსურველი გამოუჩნდა - „რეალმა“ ფეხბურთელს ფასი დაადო
მარკო ასენსიო სანაკრებო ბატალიებშია ჩართული და როგორც უკვე აღნიშნა, მომავალთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, მისი დასრულების შემდეგ მიიღებს.
ესპანელ შემტევს „რეალთან“ მოქმედი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება. კლუბის დამოკიდებულება არის მკაფიო - გახანგრძლივება ან მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მისი გასხვისება, ვინაიდან მადრიდელები არ აპირებენ, რომ გაისად, უანგაროდ შეელიონ მალიორკელს.
ასენსიოს შესაძლებლობებით არა ერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული, მათ შორის არიან „მილანი,“ „იუვენტუსი“ და „არსენალი.“ უახლესი ინფორმაციით კი, ფეხბურთელის გადაბირების სურვილი „მანჩესტერ იუნაიტედმაც“ გამოთქვა და მათ უკვე ჰქონდათ პირველადი კონტაქტი აგენტ მენდეშთან. გუნდის ახალი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰააგის პრიორიტეტებში მარჯვენა ფრთის გაძლიერება შედის.
„რეალი“ მარკო ასენსიოს გაყიდვას 50 მლნ. ევროს ფარგლებში გეგმავს.
- 11 ივნისი 2022
- 1 896
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.