ნკუნკუ „რეალის“ ობიექტივშია, თუმცა...
კილიან მბაპეს ტრანსფერის ჩავარდნის შემდეგ, „რეალის“ წარმომადგენლები რამდენიმე პერსპექტიულ შემტევს აკვირდებიან.
ამჯერად, სამეფო კლუბის ობიექტივში კრისტოფერ ნკუნკუ მოექცა. ამ უკანასკნელის გადაბირება ფლორენტინო პერესს არა ერთმა აგენტმა ურჩია. განვლილ სეზონში ფრანგმა თავდამსხმელმა 50 მატჩი ჩაატარა „ლაიპციგის“ რიგებში და 35 გოლიც ჩაიწერა აქტივში.
ცხადია, მადრიდელები მოხიბლულნი არიან 24 წლის ფეხბურთელის გარჯით, თუმცა მისი ტრანსფერისთვის ბრძოლას არ აპირებენ, ვინაიდან ამ ეტაპზე გერმანული მხარის ინტერესებში არ შედის მოთამაშის გაყიდვა. ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში აანთებენ მწვანე შუქს, თუ მსურველი ასტრონომიულ თანხას (100 მლნ. ფარგლებში) გადაიხდის. კლუბის ხელმძღვანელობის მიზანია, ნკუნკუსთან კონტრაქტის გახანგრძლივება და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მის გასხვისებაზე ფიქრი. აღნიშნული სქემით, „რედ ბულის“ მენეჯმენტი კიდევ უფრო დიდი შემოსავლის მიღებას გეგმავს.
- 11 ივნისი 2022
- 1 038
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.