„რეალი“ მენდის გაყიდვას გეგმავს?
„ვალდებებასზე“ არდადეგებია გამოცხადებული, თუმცა, პარალელურად, „სანტიაგო ბერნაბეუს“ ოფისებში მომდევნო სეზონს გეგმავენ.
როგორც იცით, კლუბმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა ანტონიო რუდიგერის ტრანსფერი. ამ უკანასკნელს 20 ივნისს წარუდგენენ სამეფო კლუბის გულშემატკივრებს. გერმანელი ფეხბურთელი მნიშვნელოვნად გააძლიერებს დაცვით ხაზს. ის კურტუას წინ მილიტაოს შეუწყვილდება, ხოლო დავიდ ალაბა მარცხნივ გადაიწევს, საიდანაც თავის დროზე გაითქვა სახელი.
არსებული სურათის ფონზე, უფუნქციოდ რჩება ფერლან მენდი. ის განვლილ სეზონში შემადგენლობის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი იყო. ფრანგმა 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და უკან საკმაოდ სტაბილურად და ნაყოფიერად ირჯებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, „რეალის“ გეგმებში 27 წლის მოთამაშის გასხვისება არ შედის, მაგრამ კარგი წინადადების შემთხვევაში, მადრიდელები მზად არიან შეელიონ შეგირდს, რომელიც 2019 წელს, 48 მლნ. ევროს სანაცვლოდ გადაიბირეს „ლიონიდან.“
მენდის წასვლის შემთხვევავში, ალაბას დუბლიორის სტატუსს მიგელ გუტიერესი მოირგებს, ან „ბლანკოსი“ „რაიო ვალეკნოდან“ ფრან გარსიას დაიბრუნებს.
AS
- 11 ივნისი 2022
- 2 371
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.