„რეალის“ პრიორიტეტი ტონალი იყო, თუმცა...
როგორც იცით, რამდენიმე დღეში ოურელინ ჩუამენი სამეფო კლუბთან გააფორმებს 6 წლიან კონტრაქტს.
ჟურნალისტ სანტი აუნას ინფორმაციით, თავდაპირველად, მადრიდელების პრიორიტეტთა ნუსხაში სულაც არ მოიაზრდებოდა ფრანგი ნახევარმცველი. „რეალი“ „მილანის“ ფეხბურთელის, სანდრო ტონალდის გადაბირებით იყო დაინტერესებული. მეტიც, განვლილ მაისს, მოთამაშის აგენტი „ბლანკოსის“ წარმომადგენლებსაც კი შეხვდა პოტენციურ თანამშრომლობაზე მოსათათბირებლად, თუმცა როგორც ირკვევა, საბოლოოდ „როსონერიმ“ დაბლოკა ტრანსფერი.
აღნიშნულის შემდეგ „თეთრები“ ჩუამენის კანდიდატურაზე გადაერთვნენ და წარმატებით დაასრულეს კიდეც.
- 10 ივნისი 2022
- 1 005
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.