„არსენალის“ ფეხბურთელი „რეალის“ რადარზე
კილიან მბაპეს ტრანსფერის ჩავარდნის შემდეგ, „რეალის“ ინტერესთა ობიექტივში არა ერთი ახალგაზრდა თუ გამოცდილი ფეხბურთელი მოექცა.
ინგლისური პრესის ინფორმაციით, მადრიდელები ბუკაიო საკას აკვირდებიან, რომელსაც 2024 წლის 30 ივნისს ეწურება მოქმედი კონტრაქტი „არსენალთან.“ „მეთოფეებს“ უკვე დაწყებული აქვთ მოლაპარაკებები ხელშეკრულების განახლებასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორ იწერება, პროცესი წარუმატებლად მიმდინარეობს.
20 წლის შემტევმა განვლილი სეზონი საკმაოდ ნაყოფიერად ჩაატარა. მადრიდელების გარდა, მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან „მანჩესტერი სიტისა“ და „ლივერპულის“ წარმომადგენლებიც.
- 10 ივნისი 2022
- 881
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.