ლუნინის სამომავლო გეგმები ცნობილია
განვლილი საკლუბო სეზონის მიწურულმაც ცხადყო, რომ ანდრეი ლუნინი საკმაოდ მაღალი დონის კარის დარაჯია.
უკრაინელი ფეხბურთელი დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა შანსს, რომელიც ნაყოფიერად გამოიყენა კიდეც. საერთო ჯამში მან 390 წუთი გაატარა საქმეში, თუმცა, ბუნებრივია, ეს საკმარისი სულაც არ არის ახალგაზრდა ამბიციური სპორტსმენისათვის.
ტიბო კურტუას დიდებული ასპარეზობიდან გამომდინარე, არსებული მომენტისათვის, ხარკოველის სიტუაცია კვლავ უიმედოა. მას 2024 წლის 30 ივნისს ეწურება „რეალში“ ყოფნის ვადა და კლუბის სურვილია, ჯერ მისთვის ხელშეკრულების განახლება, ხოლო შემდეგ განათხოვრება, რათა პრაქტიკის მიღება მოახერხოს. გავრცელებული ინფორმაციით, ასეთ წინადადებაზე მზაობას გამოთქვამს თავად მოთამაშეც. შესაბამისად, მიმდინარე ზაფხულში ის იჯარის წესით სხვა ლოკაციას მიაშურებს.
ლუნინისადმი დიდ ინტერესს გამოხატავს „ესპანიოლი,“ სადაც დიეგო ლოპესის შემცვლელის ძიებაში არიან. გოლკიპერს „ელჩეც“ აკვირდება, თუმცა მადრიდელებისათვის კატალონიური გუნდის ვარიანტი მეტად მიმზიდველია.
- 10 ივნისი 2022
- 791
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.