„რეალმა“ შემტევის დამატება გადაიფიქრა?
კილიან მბაპესთან დაკავშირებული მოვლენების გამო, „რეალის“ სატრანსფერო ამოცანები თავდაყირა დადგა.
COPE-ს ჟურნალისტ პაკო გონსალესის ინფორმაციით, მადრიდელები მიმდინარე ზაფხულს შემტევი ფეხბურთელის ტრანსფერის განხორციელებას არ აპირებენ. მისი თქმით, ისინი მთელ იმედს ფრანგ ვარსკვლავზე ამყარებდნენ, თუმცა ახლა მისი შემცვლელის მოძიებას არ გეგმავენ. ისინი არსებული რესურსით შეეცდებიან ფონს გასვლას.
მარიანოსა და იოვიჩის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში, „რეალის“ რიგებში დაბრუნდება ბორხა მაიორალი, რომელიც პრე-სეზონს ანჩელოტის დაქვემდებარებაში გაატარებს. შესაბამისად, მომავალ სეზონში გუნდის წინა ხაზის წარმატება კვლავ ძველ სახეებზე (ბენზემა, ვინისიუსი, როდრიგო და ასენსიო) იქნება დამოკიდებული. ამასთანავე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ სჯერათ, რომ აგვისტოდან ტოპ კონდიციების აკრეფას შეძლებს ედენ აზარიც.
- 10 ივნისი 2022
- 2 312
- 12
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.