„კასტილიას“ კაპიტანი ტოვებს?
როგორც ჩანს, რაულის შემადგენლობა ერთ-ერთი ლიდერის გარეშე გააგრძელებს ასპარეზობას.
ჟურნალისტ სერხიო სანტოსის ინფორმაციით, მარიო ხილა ახლოს არის „ხეტაფეში“ გადასვლასთან. ფეხბურთელის აგენტი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს მადრიდულ კლუბთან. განვლილ სეზონში ცენტრალურმა მცველმა 2761 წუთი გაატარა საქმეში, რაც მეორე შედეგია „კასტილიაში,“ ხოლო „ესპანიოლის“ წინააღმდეგ, მას დებიუტის საშუალებაც მიეცა „რეალის“ პირველ გუნში.
დიდი ალბათობით, „ბლანკოსი“ 21 წლის ფეხბურთელს წასვლის უფლებას მისცემს, მაგრამ მისი უფლებების 50%-ს დაიტოვებს, რათა საჭიროების შემთხვევაში, გაცილებით ნაკლებ ფასად მოახერხოს მისი დაბრუნება.
- 10 ივნისი 2022
- 830
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.