„რეალი“ დენზელ დუმფრისსაც არ ივიწყებს
მადრიდის „რეალის“ რადარზე არაერთი მარჯვენა მცველია, მათ შორის ტრენტ ალექსანდრ არნოლდი, რომლის ტრანსფერიც ფაქტობრივად გამორიცხულია, რის ჯეიმსი, დენზელ დუმფრისი და სხვები...
ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ახალი ცნობები გავრცელდა. დუმფრისი მადრიდის „რეალის“ ვარიანტით მოხიბლულია და არ არის გამორიცხული, სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში ბერნაბეუზეც აღმოჩნდეს.
ფლორენტინო პერესის გარდა ნიდერლანდელი განაპირა მცველის დამატებით ლონდონის „ჩელსიც“ ინტერესდება, რომელიც მოლაპარაკებებში რომელუ ლუკაკუს ჩართვასაც გეგმავს.
დუმფრისის ფასი ამ ეტაპზე დაახლოებით 30-32 მილიონი ევროა, მას „ინტერთან“ არსებული კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისს ეწურება.
- 9 ივნისი 2022
- 955
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.