„რეალის“ გადაწყვეტილება კუბოსთან დაკავშირებით
იაპონელი ნახევარმცველი პრე-სეზონს სამეფო კლუბთან ერთად დაიწყებს.
განვლილი სეზონის განმავლობაში კუბო „მალიორკას“ რიგებში იყო განათხოვრებული. მან 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 1 გოლი ჩაიწერა აქტივში. შეიძლება ითქვას, 21 წლის ფეხბურთელმა წარუმატებელი ასპარეზობით დაამახსოვრა თავი გულშემატკივრებს.
ტაკეს 2024 წლის ზაფხულში ეწურება მოქმედი კონტრაქტი სამეფო კლუბთან და გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელები მზად არიან, სხვა გუნდის მხრიდან ინტერესის შემთხვევაში, შეელიონ მას. არსებული მომენტისათვის, ერთ დროს მეტად პერსპექტიული მოთამაშის სატრანსფერო ფასი 7.5 მილიონ ევროს შეადგენს.
გამომდინარე იქედან, რომ ამჟამინდელი ფორმაციის „რეალში“ არაევროკავშირის პასპორტის მქონე ფეხბურთელების კვოტა ვინისიუსს, როდრიგოსა და მილიტაოს აქვთ შევსებილი, კუბოს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დარჩენის ვარიანტიც გამორიცხულია.
- 9 ივნისი 2022
- 1 558
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.