„ლივერპული“ დარვინ ნუნიესის „რეალისთვის“ დათმობას არ აპირებს
ბრიტანული გამოცემების ცნობით, „ლივერპული“ დარვინ ნუნიესის ტრანსფერთან დაკავშირებით „ბენფიკასთან“ ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს...
მოგეხსენებათ, სამეფო კლუბმა ფორვარდის შეძენა მინიმუმ 2023 წლის ზაფხულამდე გადადო, მაგრამ იურგენ კლოპი დაცდას არ აპირებს და თვლის, რომ ნუნიესი უმაღლეს დონეზე სათამშოდ მზად არის და ის „ლივერპულმა“ უნდა დაიმატოს.
მერსისაიდელების რიგებიდან სადიო მანეს წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია, ამიტომ „ენფილდზე“ ნუნიესის ჩაყვანა იგეგმება.
თუ „რეალს“ 22 წლის ფორვარდის დამატებაზე პრეტენზია კიდევ აქვს, ფლორენტინო პერესმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები, სხვა შემთხვევაში დარვინის ინგლისში გადასვლას ვერაფერი შეუშლის ხელს.
- 8 ივნისი 2022
- 941
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.