მოდრიჩის პირველი კომენტარი გახანგრძლივების შემდეგ
როგორც იცით, ლუკა მოდრიჩმა კიდევ 1 წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი სამეფო კლუბთან. ხორვატი ნახევარმცველი სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა გულშემატკივრებს.
„ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში კიდევ ერთ სეზონს გავატარებ. უკვე 10 წელია ჩემი ოცნების რეალიზება ხდება ამ გუნდის მაისურის მორგებით. მიზნები და იმედები ისეთივეა, როგორც პირველივე დღეს იყო. ჩვენ განვაგრძობთ წინსვლას. ჰალა მადრიდ!“
- 8 ივნისი 2022
- 1 404
- 47