2023 - მოდრიჩის ლეგენდარული კარიერა გრძელდება
სამეფო კლუბის რიგებში ლუკა მოდრიჩის ლეგენდარული კარიერა გრძელდება. ის კიდევ 1 წლით დარჩება დედაქალაქურ გრანდში.
ხორვატმა ნახევარმცველმა კიდევ ერთხელ გადამწყვეტი როლი ითამაშა კლუბის ისტორიულ სეზონში. ჩ/ლიგის მე-14 თასის, ლა ლიგისა და ესპანეთის სუპერ თასის მოგების შემდეგ, მოთამაშე უკვე 20 ტიტულს მოითვლის „რეალის“ მაისურით: 5 ჩემპიონთა ლიგა, 4 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 3 ევროპის სუპერ თასი, 3 ლა ლიგა, 4 ესპანეთის სუპერ თასი და 1 კოპა დელ რეი.
მოდრიჩის დებიუტი დედაქალაქურ გრანდში 2012 წლის 29 აგვისტოს შედგა. მან პირველივე შეხვედრაში მოახერხა „რეალთან“ ერთად ტიტულის ზეიმი, ვინაიდან ესპანეთის სუპერ თასის ფარგლებში, მადრიდელებმა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ბარსელონა“ დაამარცხეს. ლუკამ პირველი გოლი პრიმერა დივიზიონის 2012/13 წ.წ. სეზონის მე-10 ტურში, „სარაგოსას“ წინააღმდეგ ჩაითვალა. საერთო ჯამში მას დაუგროვდა 436 თამაში და 31 შედეგიანი დარტყმა.
დიდებული წარმოდგენების წყალობით, მოდრიჩი „რეალის“ ისტორიაში საპატიო ადგილს იკავებს. ფეხბურთელის მთავარ მიღწევებს შორისაა 2018 წელს მოპოვებული „ოქროს ბურთი,“ The Best FIFA Player Award 2018, „უეფას“ 2017/18 წ.წ. სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო და რუსეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის „ოქროს ბურთი.“ განვლილ სეზონში მოდრიჩმა ადგილი დაიდო „უეფას“ სეზონის საუკეთესო თერთმეტეულში და ესპანეთის სუპერ თასის ფინალური პაექრობის MVP გახდა.
- 8 ივნისი 2022
- 431
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.