„რეალმა“ და „მილანმა“ შეხვედრა დაგეგმეს
გავრცელებული ინფორმაციით, მომდევნო კვირაში „რეალისა“ და „მილანის“ წარმომადგენლები შეხვდებიან ერთმანეთს.
მხარეები განიხილავენ ბრაჰიმ დიასის საკითხს, რომელმაც განვლილ სეზონში არცთუ ისე წარმატებულად იასპარეზა „როსონერის“ რიგებში, თუმცა კონტრაქტის მიხედვით, კიდევ 1 წელი უნდა დარჩეს იტალიაში. მან საერთო ჯამში 40 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4-4 გოლი და ასისტი ჩაიწერა აქტივში. ესპანელ ნახევარმცველს კორონავირუსის გადატანის შემდეგ შეექმნა გარკვეული პრობლემები, რამაც მისი ფორმიდან ამოვარდნა და მწვრთნელის მხრიდან ნდობის დაკარგვა გამოიწვია.
მილანელები მოთამაშესთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილს გამოთქვამენ, მაგრამ ჯერ უცნობია „რეალის“ პოზიცია. მადრიდელებს უკვე შეუძლიათ ხელშეკრულების ნაადრევად შეწყვეტაც.
ვნახოთ, რაზე მოითათბირებენ გრანდები.
- 7 ივნისი 2022
- 1 208
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.