ჟესუსის ტრანსფერი - „სიტიმ“ თანხა დაასახელა
როგორც იცით, მიუხედავად კიდევ 1 წლიანი კონტრაქტისა, გაბრიელ ჟესუსს განზრახული აქვს მიმდინარე ზაფხულს „მანჩესტერ სიტის“ რიგების დატოვება.
ბრაზილიელი თავდამსხმელი არა ერთი კლუბია დაინტერესებული და მათ შორის „რეალიც.“ მადრიდული გრანდის სპორტულ მენეჯმენტსა და მთავარ მწვრთნელს სრულად აკმაყოფილებს მისი გარჯა.
გავრცელებული ინფორმაციით, „ქალაქელებმა“ შეგირდს უკვე დაადეს სატრანსფერო ფასი და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევიან, თუ რომელიმე გრანდი 50 მილიონ ევროს გადაიხდის.
ჟესუსი არაევროკავშირის ქვეყანაში დაბადებული ფეხბურთელია და მისი „ბლანკოსში“ ტრანსფერის ერთ-ერთი შემაფერხებელი გარემოება შესაძლებელია აღნიშნული ფაქტი გახდეს. არსებული მომენტისათვის, შემადგენლობაში უცხოური პასპორტის მქონე მოთამაშეების კვოტა ვინისიუსს, როდრიგოსა და მილიტაოს აქვთ შევსებული.
ესპანეთის მოქალაქეობის მიღებასთან ყველაზე ახლოს ვინია, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ამ დრომდე ვერ მიიღო შესაბამისი საბუთი.
- 7 ივნისი 2022
- 1 248
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.