24 საათი ჩუამენის ტრანსფერამდე!
ესპანური და ფრანგული გამოცემების ცნობით, მომდევნო 24 საათის განმავლობაში მადრიდის „რეალმა“ ორელიენ ჩუამენის ტრანსფერი უნდა დაადასტუროს...
არაერთი გამოცემისა და ინსაიდერის ცნობით, „მონაკოსა“ და ფლორენტინო პერესს შეთანხმება 80 მილიონ ევროზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ორელიენი „ბლანკოსთან“ 6 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რის მიხედვითაც, ის ბერნაბეუზე 2028 წლის 30 ივნისამდე დარჩება. ველოდებით ოფიციალურ განცხადებას.
- 7 ივნისი 2022
- 794
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.