საფრანგეთისა და ხორვატიის ფრე, ბრაზილიის მოგება

სამეფო კლუბის ფეხბურთელები თავიანთი ქვეყნის ღირსებას იცავენ.

„სელესაომ“ ამხანაგურ დაპირისპირებაში მინიმალური ანგარიშით სძლია იაპონიას (0-1). ედერ მილიტაო, კაზემირო და ვინისიუსი სასტარტო შემადგენლობიდან ირჯებოდნენ. მცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, ხოლო დანარჩენები მეორე ტაიმში შეცვალეს (შესაბამისად, 63-ე და 83-ე წუთებზე). როდრიგო მატჩის განაცხადში არ ყოფილა. ტიტეს დარიგებულებმა სანაკრებო ბატალიები დაასრულეს.

„უეფას“ ერთა ლიგის მეორე ტურის პაექრობაში, ავსტრია საშინაო მოედანზე დამარცხდა დანიასთან (1-2). დავიდ ალაბამ 90 წუთის განმავლობაში იბურთავა.

სპლიტში ერთმანეთს ხორვატიისა და საფრანგეთის გუნდები შეერკინენ. განვლილი მუნდიალის ფინალისტებმა ტაბლოზე შედეგიანი ყაიმი დააფიქსირეს (1-1). აღსანიშნავია, რომ მოდრიჩმა 79 წუთის განმავლობაში უკაპიტნა შემადგენლობას, ბენზემას კი დასვენების საშუალება მიეცა.

საფრანგეთის 21 წლამდელთა ნაკრებმა ერევანში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა სომეხ თანატოლებთან (1-4). ედი კამავინგამ შეუცვლელად იასპარეზა.


1

7 ივნისი 2022 09:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9 597
თამაშს არ მიყურებია მაგრამ მატჩის მიმდინარეობისას ალაბა აშკარად შემადგენლობაში იყო

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 13
2 ხულიან ალვარესი 6
3 მურიქი 5
4 ვინისიუსი 5

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2025 (21)
ოქტომბერი 2025 (263)
სექტემბერი 2025 (266)
აგვისტო 2025 (295)
ივლისი 2025 (356)
ივნისი 2025 (372)